ლარი კვლავ გაუფასურდა

აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 10 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0346 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 7 თებერვალს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.0307 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0039 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში პოლიციის შენობასთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს