ლარის კურსი ისევ ეცემა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. 1 დოლარი უკვე 2 ლარზე მეტია.

საქართველოს “ეროვნულმა ბანკმა” ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად, 1 დოლარი 1,99 ლარი ღირს.

ეს არის ოფიციალური კურსი. თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყანაში ფიქსირებული კურსი არ არსებობს, კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში  კურსი გაცილებით მაღალია და 1 დოლარი 2 ლარზე მეტი ღირს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 24 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,99 ლარად იქნება შესაძლებელი. მორიგი ბანკთაშორის  ვაჭრობა ორშაბათს საღამოს გაიმართება და მანამდე ოფიციალური კურსი ასეთი იქნება.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 22 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც 23 იანვარს მოქმედებდა, 1.98 ლარს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0088 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის ცხედარს დღეს სამებაში გადაასვენებენ
შემდეგი სტატიადაკავება ნარკოდანაშაულისთვის