ლარის გაუფასურება გრძელდება

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ლარის კვლავ გაუფასურდა. ოფიციალური კურსის მონაცემები ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, რომელიც ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად დგინდება.

ამ მონაცემებით, დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.3112-ით განისაზღვრა. გუშინ ეს მაჩვენებელი 2.3033 იყო.

ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5349 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5177 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი ვალუტის ოფიციალურ კურსს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ბანკთაშორისო ვაჭრობის შედეგად განსაზღვრავს. პარასკევს განსაზღვრული კურსი კი ორშაბთის დღის ბოლომდე მოქმედებს.

კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის გარშემო 12-კილომეტრიანი გზის შეკეთება 15 ივლისს დასრულდება
შემდეგი სტატიათბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავეს