ლარის გაუფასურება გრძელდება

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა – ეროვნული ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2.2574-ით განსაზღვრა.

ეროვნული ბანკი ბანკთაშორისი ვაჭრობის საფუძველზე, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმართება, ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსს ადგენს.

გუშინ დღის ბოლოს განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი დოლარის შეძენა 2.2574 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ ეს კურსი 2.2451 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 4 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4576 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4292 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: ასეთი კომისია არ უნდა შეიქმნას და დარწმუნებული ვარ არ შეიქმნება
შემდეგი სტატიამუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ