ლანჩხუთელები მიწების სანაცვლოდ ადეკვატურ კომპენსაციებს ითხოვენ

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ლანჩხუთში. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ავტობანი უნდა გავიდეს, საკომპენსაციო თანხებით უკმაყოფილოა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მიმდებარე რაიონებში მცხოვრებლებს კვადრატულ მეტრ მიწაში 15-დან 25 ლარამდე უხდიან, მათი საკომპენსაციო თანხა კი 3 ლარს არ აღემატება.
ლანჩხუთელების განცხადებით, მათი უმრავლესობისთვის ერთადერთი სარჩო სწორედ მიწაა და კომპენსაციაც ადექვატური უნდა იყოს. ისინი რეგიონული განვითარების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
დღეს აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთა განმარტებით, საკითხზე ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებები მიდის და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში“ოჯახებით გამოვალთ ქუჩაში”- ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიასკანდალი სასაზღვრო პოლიციაში – შვილისთვის შეძენილი 30 000-იანი ავტომობილი და მეგობრებისთვის დარიგებული ოპერატიული ნომრები