ლამბერტო ზანიერი: რუსეთის სამხედრო წვრთნები შეშფოთების საგანია

ეუთოს გენერალური მდივნის, ლამბერტო ზანიერის განცხადებით, სამხედრო წვრთნები ეუთოსთვის შეშფოთების საგანია. ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლამბერტო ზანიერიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც ზანიერიმ აღნიშნა, ძალის გამოუყენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ საკითხზე ისინი მუშაობენ. ასევე, ეუთო მოუწოდებს ყველას, რუსეთის ჩათვლით, დაიცვას ეს პირობა.
“სამხედრო წვრთნებს რაც შეეხება, ის რასაკვირველია, შეშფოთების საგანია ეუთოსთვის. საერთოდ, შეიარაღების კონტროლი უნდა გაგრძელდეს, რადგან ნებისმიერი ამგვარი სამხედრო ქმედება არის დესტაბილიზაციის მომტანი. უნდა ვისწავლოთ იმ გაკვეთილებზე, რომელიც უკვე მივიღეთ და ახალი ტიპის კონფლიქტები, სამხედრო სვლები, არ შეუწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომ წინ აღვუდგეთ ამგვარ ქმედებებს, მაგრამ მეორე მხრივ, ახალი ვითარება შეიქმნა ეუთოს არეალში და ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ ამ მოვლენებს”, – განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.

banner
წინა სტატიაშიმერკელი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების ითხოვს
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ია მეტრეველს დაკითხავენ