ლალი მოროშკინა: მე ვარ იმ ციხის კადრების ავტორი, რომელიც კალამოისკის არხზე “ერთი პლუს ერთზე” გავიდა

„მაინტერესებს, გიორგი ტუღუშმა, რომელიც იმ რეჟიმის ბოლო სასჯელაღსრულების მინისტრი იყო ან დანარჩენმა პასუხისმგებელმა პირებმა რატომ არ აგეს პასუხი?!”- განაცხადა ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს” დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „2030″ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წამების ამსახველი კადრების შესახებ საუბრისას.

„სად არის ის სერვერები, რომელზეც აღბეჭდილი იყო პატიმართა წამება?! სად არის მორგის სურათები, სადაც ადამიანები ჩაყავდათ, აცლიდნენ ორგანოებს და ამის თვითმხილველები არსებობდნენ, მათ შორის ჭირისუფლები, რომლებიც ორგანოებამოცლილ მიცვალებულებს იღებდნენ?! ვინმეს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?!” – ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი

მე ვარ იმ ციხის კადრების ავტორი, რომელიც კალამოისკის არხზე “ერთი პლუს ერთზე” გავიდა. მე მათ ეს კადრები პირადად გადავეცი. ეს იყო ჩვენი სამწუხარო ისტორია. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე ხურავდა საპყრობილეებს, სადაც პატიმრების ყოფნა წამების ტოლფასი იყო. ჩემი სურვილი იყო, რამდენიმე საკანი დაგვეტოვებინა, როგორც შოუ რუმი, ისევე, როგორც ევროპელებმა დატოვეს საკონცენტრაციო ბანაკები იმის საჩვენებლად, თუ როგორი კოშმარი იყო ფაშიზმი. ამას ხელი კოჰაბიტაციამ შეუშალა”.- განაცხადა მოროშკინამ.

banner
წინა სტატიაში,,ყველა, ვინც სწორხაზოვნად ხედავს რუსთავი ორის ისტორიას, მაგარი გოიმია”
შემდეგი სტატიაშესაძლო დაბრკოლებები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე