ლალი მოროშკინა ვახტანგ გომელაურს მის მიმართ მოსალოდნელი საბოტაჟის შესახებ აფრთხილებს

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართავს და აღნიშნავს, რომ რასაც ამბობს, ამაში 100%-ითაა დარწმუნებული.

“მივმართავ შსს-ს მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს! ბატონო ვახტანგ, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და გაფრთხილებთ, რომ პირადად თქვენს წინააღმდეგ და თქვენი ერთგული მებრძოლების წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი, რასაც გადატრიალება მოყვება! მე არასოდეს მითქვამს ის, რაშიც 100%-ით დარწმუნებული არ ვყოფილვარ! მაქვს ფოტო და ვიდეო ფაქტები! მზად ვარ პირადად წარმოგიდგინოთ მასალები. და კიდევ ერთი, ამ ფოტოზე ჩემი ოჯახის წევრის გიორგი გუდაძის მანქანაა, რომელიც 17 თებერვალს, საღამოს 20.30 საათზე, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ვაკის საცურაო აუზთან, მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს და ბეწვზე გადარჩა. არანაირი გამოძიება, არანაირი კამერების ამოღება! მხოლოდ ჩვენი მეგობრების დაშანტაჟება, ქალაქიდან იძულებით გაყვანა და კოკაინის, დიახ კოკაინის შეთავაზება! (ნაცნობი სცენარი) და ეს ყველაფერი თქვენი სახელით! მზად ვართ ვითანამშროლოთ გენინსპექციასთან, ასევე ვითხოვთ საქმე, რომელიც სამარცხვინო 118 მუხლით აღიძრა, 109 მუხლში გადაკვალიფიცირდეს!

დიდი მადლობა გიორგი ლაფერაშვილს,რომელიც “რუსთავი 2”-ის ეთერს გვითმობდა, მაგრამ გიორგის ჯანმრთელობა გაუარესდა და დამძიმდა. მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი და სისხლის გადასხმაზეა. დიდი მადლობა ანი კიკნაძეს, სამწუხაროდ, ვერც “ობიექტივის ეთერში” მოახერხებს მოსვლას, მაგრამ ეს სულ რამდენიმე დღის ამბავია. ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ სავარძლებს დაემშვიდობება! გპირდებით! ღმერთი არ გაუწყრეს ამის უკუღმა წამკითხავს და მოვლენებს არ გაუსწროს!”, – წერს მოროშკინა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში საზარელი მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად წაკითხვა უნდა ისწავლოს“