ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი როლიკებით სეირნობდა, რა დროსაც მას მსუბუქი მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ავარიის და ბავშვის გარდაცვალების ფაქტი “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მიკროავტობუსებში კონდიციონერები 10 ივნისის შემდეგ ჩაირთვება
შემდეგი სტატიააშშ-ში შეცდომით გაიგზავნა ციმბირის წყლულის ცოცხალი ბაქტერიები