ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

შემთხვევა სოფელ შრომაში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ჯიპისა და BMW–ს მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებულები ლაგოდეხის რაიონულ კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მედიკოსების ინფორმაციით, მძიმეა ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორი დაზარალებული კი, უახლოეს ხანში სახლში გააგრძელებს მკურნალობას.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიხარშილაძე და ძაძამია ჩვენი ოჯახებისთვის თავზე ლაფის დასხმით ცდილობენ დანაშაულის დაფარვას
შემდეგი სტატიაბექა ბასილაია – არავის უნდა დაიჯეროს, რომ ორი მამაკაცი კონსპირაციულ ბინაში შიშველი აღმოჩნდა