კურტანიძის აღსარება

პარლამენტარი ლუკა კურტანიძე, გუშინ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით, მის მიერ ჭიდაობის ფედერაციაში გადატანილ პერიპეტიებს გამოეხმაურა…

კურტანიძემ, მოჭიდავეებთან ერთად  და შემდგომ გადატანილი საკუთარი განცდებისა და გულისტკივილის შესახებ ისაუბრა ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე და ამ პოსტს ,,ძმებთან მართალი აღსარება,, უწოდა…

როგორც კურტანიძე საკუტარ ,,პოსტში,, აცხადებს, ის მასთან დაპირისპირებული მოჭიდავეებისაგანც ელოდება შემხვედრ მოქმედებებს…

,,მინდა ყველას ვინც გამიგებს და ვინც ვერ გაიგებს მაგრამ წაიკითხავს ამ გულიდან ნათქვამს და დაფიქრდება ….უთხრა რომ რაც მოხდა მოჭიდავეებში ახლო წარსულში ძალიან მტკივა და განცდა დამცირების არ გამნელებია…. მაგრამ იქ გავიზარდე იქ ერთად გამოვიარეთ დაცემა ცხოვრებისეული და სასტიკი ტკივილი თუ გადმოუცემელი სიხარული რაც გამარჯვებასთან ასოცირდება ეს ყველაფერი მათან ერთად მოვიპოვე ცხოვრებაში…. ალბათ შევცდით რომ ეს დაგვავიწყდა….. როცა ზედმეტმა ემოციამ ერთიმეორის მიმართ გაუცნობიერებელი ქმედებები გამოიწვია! რამოდენიმე თვე გავიდა ….. და მინდა გულწრფელად გითხრათ ჩემს ძმებს მინდორას. პოღოსა. კახნიას მთელ ნაკრებს…. მოჭიდავებს ჩემთან გაზრდილო ძმებო ძალიან მენატრებით ძმური სიყვარულით მახსენდებით და თუ ოდესმე იპოვით ძალას ერთიმეორის პატიებისა მე გელოდებით…. ადამიანები ვცდებით მაგრამ გამოსწორების გზასაც ვპოულობთ როცა წარსულის სიკეთეს ვიხსენებთ! მე ყველას დიდი ტკივილით ვაპატიე… და ახლა თქვენ უდიდესი ძმური სიყვარულით გელოდებით … მეც მაპატიეთ … ეს ჩემი ალალი განცდაა… სადაც არ უნდა ვიყო მუდამ მახსოვხართ და მთელი გულით გლოცავთ… ეს ძმებთან მართალი აღსაარება!,, აცხადებს ლუკა ელდარ კურტანიძე

banner
წინა სტატიაშიდავით შავლიაშვილი: ინფორმაცია არ მქონდა, თორემ აუცილებლად წავიდოდი
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს.