“კურიერის” სპეციალური გამოშვება- ნიკა გვარამიას აშანტაჯებენ?

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 6 საათიანი კურიერი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში არ გავიდა. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “რუსთავი2”-ის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული. გავარამიას განცხადება სწორედ ხვალინდელ სასამართლო სხდომას და მოსალოდნელ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

„ატვირთეთ რაც გინდათ თავიც ჩემია ფეხიც“- ეს განცხადება რამდენმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამიას განცხადევით, მას აშანტაჟებენ და სანაცვლოდ თანამდებობის დატოვებას სთხოვენ. გვარამია ამბობს რომ ის არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას, ტელევიზიის დატოვებას და ტელევიზიის დათმობას. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში შეხვედრა არასამათავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს, რომელსაც რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში გადასცემს.

https://youtu.be/am9CYqoesx4

banner
წინა სტატიაშიელისო კილადზე: “შუშის სასახლეში უკვე გადაწყდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ხვალ სასაამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუვთნებს ქიბარ ხალვაშს