კულტურის მინისტრი ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს მინისტრი და მისი მოაგილე ბრიუსელში საქართველოს საელჩოში ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს შეხვდნენ.
მათივე განმარტებით, მიხეილ გიორგაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კულტურის სამონისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
“კულტურის მინისტრს ევროკავშირთან საქრთველოს მისიის ხელმძღვანელმა და ბელგიაში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ უმასპინძლა.
მიხეილ გიორგაძის ბელგიაში ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის პროგრამაში “Creative Europe” (“შემოქმედებითი ევროპა”)”, – აცხადებენ სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ დღეს მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში – ტობას ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა – “Creative Europe”-ის (“შემოქმედებითი ევროპა”) წევრი გახდება.
ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითენგიზ შერგელაშვილი საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას გაეცნო
შემდეგი სტატიაადვოკატი მოითხოვს, რომ დავით კირკიტაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს