კრწანისის სასწავლო ცენტრთან სამხედრო მოსამსახურე ჩამომხრჩვალი იპოვეს

22 წლის გ. კ., რომელიც კრწანისის სასწავლო ცენტრში მსახურობდა, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, თოკით ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თბილისი-წითელი ხიდის მე-17 კმ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კრწანისის სასწავლო ცენტრის გადასახვევთან არსებულ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
გარდაცვლილი გ.კ. ლაგოდეხში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაში2012-2014 წლებში თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა
შემდეგი სტატიაპარლამენტარები “ოჯახური მდგომარეობის გამო” პლენარულ სხდომებს ვეღარ გააცდენენ