კრიშტიანუ რონალდუ – საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში

კრიშტიანუ რონალდუ - საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში

კრიშტიანუ რონალდუ - საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოშიპორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ წელს მეორედ ზედიზედ საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს ფიფას ცერემონიაზე, რომელიც ციურიხში გაიმართა. 2014 წლის „ოქროს ბურთზე“ რონალდუმ გადაუსწრო ლიონელ მესის „ბარსელონადან“ და გერმანელ მანუელ ნოიერს „ბავარიადან“.
მიშელ პლატინმა თავის ფავორიტად გერმანიის ნაკრების მეკარე ბევრმა დაასახელა. მისმა სახალოხოდ გამოცხადებულმა მხარდაჭერამ სკანდალიც კი გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც პლატინმა თქვა, რომ ნოიერმა ყველაზე მატად დაიმსახურა „ოქროს ბურთი“, „ რეალმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უეფას მოქმედებას უღირსი უწოდა. მადრიდის გუნდის წარმომადგენლის თქმით, ეს ჯილდო უგამონაკლისოდ გუნდურია და არა პერსონალური.
2014 წელს რონალდუმ 62 თამაშში 61 გოლი გაიტანა „რეალის“ და პორტუგალიის ნაკრების თამაშებზე და „გალაქტიკოს“ დაეხმარა ფეხბურთის ისტორიაში მეათედ მოეპოვებინა ევროპის ჩემპიონთა ლიგის მთავარი თასი. ამასთანავე, პორტუგალიის ნაკრებმა რონალდუსთან ერთად ფიასკო განიცადა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – ისინი ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდნენ.
„ოქროს ბურთის“ კენჭისყრაზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ გუნდების კაპიტნები, ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და საფეხბურთო ჟურნალისტები, კრიშტიანუ რონალდომ დამაჯერებლად 37,66%-ით გაიმარჯვა.
„რონალდუს წარმოუდგენლად წარმატებული წელი ჰქონდა“ – თქვა მესიმ ფიფას გალა-საღამოზე გამართულ პრესკონფერენციაზე. რონალდუმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბედნიერი იქნებოდა თუკი ისინი ერთ გუნდში ითამაშებდნენ.
რონალდუ წელს მესამედ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. პირველად 2008 წელს, მეორედ კი 2013 წელს.
2013 წლემდე ზედიზედ ოთხი წელი ამ ტიტულს მესი ატარებდა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება
შემდეგი სტატიაკომიკოსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა Charlie Hebdo-ზე ხუმრობის გამო