“კრიმინალი ოლიგარქის მმართველობა გადაიზარდა ტერორისტულ სტადიაში,“ – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გუშინ პარტიის ოფისთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილის თქმით “თავისუფალი თაობა” ივანიშვილი- ბურჯანაძის მიერაა დაფინანსებული.

შრომის პარტიის ლიდერის თქმით, პარტიამ უკვე მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, რომ შეიქმნას ივანიშვილის მმართველობის შემსწავლელი კომისია. ნათელაშვილი ჯონ კერისაც მიმართავს, რომ აკრძალოს სახელმწიფო მდივანმა, თავისუფალი თაობის წევრებზე ვიზის გაცემა.

“ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისზე გუშინდელი თავდასხმა, რომელიც განახორციელა ივანიშვილ-ბურჯანაძის ერთობლივმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, მიუთითებს, რომ კრიმინალი ოლიგარქის მმართველობა გადაიზარდა ტერორისტულ სტადიაში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური – ხელისუფლებას საქართველოს ღირსების დაცვა არ შეუძლია
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძემ უკრაინის გენპროკურორთან დაპირისპირება მოიგო…