მე მსურს ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბოროტმოქმედის მიერ გასროლილი ტყვიით მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. პატივს მივაგებ გარდაცვლილი სამართალდამცავის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დღეს გლოვობს კოლეგის სიკვდილს.
იქამდე ვიდრე თმენის ვალდებულებით ველოდებით ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების დასრულებას, მე მინდა მივმართო და მოვუწოდო მათ, რომ კრიმინალთან ბრძოლა იქცეს მთავრობის არსებით პრიორიტეტად და უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობა. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ყველა ვინც სამართალთან და სიმართლესთან დგას ახლოს მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
მზად ვარ ,,გაგებით მოვეკიდო” ე.წ. ,,რეიდებს”, ვინაიდან ჩემთვის ძვირფასია სიცოცხლე, რომელიც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის, დილეტანტიზმის და გაუთავებელი შეცდომების გამო ყოველდღიურად იკარგება–აცხადბსპოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები”–ის ლიდერი ირაკლი ღლონტი