კრემლის ჯარები უკრაინაში შეტევას იწყებენ

კრემლის ჯარები უკრაინაში შეტევას იწყებენ

რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია მინსკის ხელშეკრულება უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების შესახებ და ბრძანება მისცა თავის ბოევიკებს დაიწყონ სამხედრო ოპერაცია, განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენ იაცენიუკმა, დღეს იავორივის სამხედრო პოლიგონში სტუმრობისას.
,,რუსეთმა გუშინ ჩაშალა სამმხრივი შეხვედრა და დღეს ბრძანება მისცა თავის ტერორისტებს დაიწყონ სამხედრო ოპერაცია დაშეტევაზე გადავიდნენ… და ეს ხდება მსოფლიო ლიდერების G7-ს შეხვედრის წინ… ეს კიდევ ერთი გამოწვევაა მსოფლიო თნამეგობრობის… ვიმედოვნებ, რომ დიდი შვიდიანის შეხვედრაზე, მსოფლიო თანამეგობრობა ადეკვატურად და სწორ შეაფასებს მისცემს რუსულ აგრესიას,, განაცხადა იაცენიუკმა უკრაინულ მედიასტან საუბრისა.
იაცენიუკმა იავორივის სამხედრო პოლიგონზე ამერიკელი ინსტრუკტორების მიერ უკრაინული ნაციონალური გვარდიის გაწვრთნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რომელსაც მისივე სიტყვებით, ამერიკელების შემდეგ ინგლისელი და კანადელი ინსტრუქტორები გააგრძელებენ… ,,იმედი მაქვს ევროპის სხვა ქვეყნებიც შემოუერთდებიან ამ მნიშვნელოვან მისიას იმიტომ, რომ ეს მისია იცავს ევროპის უსაფრთხოებას. ვიცავთ რა ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვიცავთ ევროპის საზღვრებს,, განაცხადა იაცენიუკმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ფრონტის მთელს პერიმეტრზე წუხელ შუაღამის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა… უკრაინული გენშტაბის ცნობით, სეპარატისტებმა 1000-მდე რუსი სამხედრო, მხოლოდ დონეცკთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტ მარინკის ასაღებად გადაისროლეს, სადაც გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს… ამ პუნქტის დასაცავად მდგარი უკრაინული 28-ე ბრიგადის ბატალიონები, დღეს დილის საათებში, მათი რიგებიდან 2 დაღუპულისა და 20-მდე დაჭრილი მებრძოლის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს მარიუპოლისა და ლუგანსკის მიმართულებითაც, აცხადებს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე – შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც დროსა და შესაბამის რესურსებს მოითხოვს
შემდეგი სტატიაბათუმში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება