კოსოვოს დელეგაციას ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცემა

კოსოვოს დელეგაციას, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.
“1. ,,იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (2015 წლის 26 ივლისი – 1 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური თანმხლები პირები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის 2 მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად”,- ნათქვამია განკარგულებაში.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი ტერაქტი თურქეთში… აფეთქება და შემდგომი მოვლენების ვიდეო!!!
შემდეგი სტატიაოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნა