კოპენჰაგენში სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რომელიც ,,შარლი ებდოს,, უკავშირდება

150214164222_denmark_shooting_624x351_reutersმკრეხელობისა და გამოხატვის თავისუფლების  თემაზე,  დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ დებატებზე მომხდარი თავასხმის შედეგად, ერთი კაცი მოკლული და სამი პოლიციელი დაჭრილია.

თავდასხმა კაფეში მოხდა. თავდამსხმელებმა რომლებიც ორნი იყვნენ, კაფეში შევარდნას ცდილობდნენ და მათ სამმა პოლიციელმა გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა თავდამსხმელებმა ორმოცამდე გასროლა მაინც მოასწრეს და მიიმალნენ.

თავდასხმის ადგილზე, კაფეში სადაც მიმდინარეობდა დებატები, ცნობილი ჟურნალის ,,შარლი ებდოს,, შვედი მხატვარი ლარს ვილკსი, (რომელმაც მუჰამედის კარიკატურებით გაითქვა სახელი) სიტყვით გამოდიოდა. მასთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთის ელჩიც ამ ქვეყანაში ფრანსუა ზიმერაი, თუმცა ისინი არ დაზარალებულან.

დასავლური მედიის ცნობით, შვედი მხატვრის მიმართ ადრეც არაერთხელ იყო მუქარის შეტყობინებები. ფრანგი ელჩი ფრანსუა ზიმერაი კი აცხადებს, რომ თავდამსხმელებს იგივე მიზანი ამოძრავებდათ, რაც ,,შარლი ებდოზე,, განხორციელებული თავდასხმისას.

banner
წინა სტატიაშიმუსულმანებს მოსკოვში პუტინის სახელობის მეჩეთის აშენება უნდათ
შემდეგი სტატიაუკრაინამ ცეცხლი შეწყვიტა