კოპანია ”სტარ გრუპი” ნოდარ ხადურის უწყებას დაუპირისპირდა

კოპანია ”სტარ გრუპი” ნოდარ ხადურის უწყებას დაუპირისპირდა

კოპანია ”სტარ გრუპი” ნოდარ ხადურის უწყებას დაუპირისპირდაკოპანია ”სტარ გრუპის” ადვოკატებმა სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართეს. სარჩელი კომპანიამ მას შემდეგ მოამზადა, რაც ხადურის 2013 წელს მიღებული დადგენილება სამივე ინსტანციამ უკანონოდ სცნო და ბათილად გამოაცხადა.

”სტარ გრუპის” მსგავსად მინისტრის ბრძანების გამო 15-მდე კომპანიამ იზარალა. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ზიანის ანაზღაურებისათვის სარჩელს კიდევ ერთი მათგანი უკვე ამზადებს.

ნოდარ ხადურის დადგენილება, რომელიც ძალაში 2013 წლის თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა, გადამზიდავებს საბაჟო საწყობის მოწყობით ავალდებულებდა. კომპანიას ასევე პასუხისმგებლობა უნდა აეღო დაკვეთაზეც. ანუ, თუ დამკვეთი გადასახადს არ გადაიხდიდა, თანხის დაფარვა სწორედ გადამზიდავს უწევდა. ახალი რეგულაციების გამო მაშინ მუშაობა თითქმის ყველა კომპანიამ შეწყვიტა. თუმცა, მათი ნაწილი დღეს საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობს.

ფინანასთა სამინისტრო საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიამერიკისა და ევროპის ქვეყნების ყალბი ვიზების დამზადებაში ეჭვმიტანილები დანაშაულს აღიარებენ
შემდეგი სტატიასამსახურში დანიშვნა ვალის გასტუმრების სანაცვლოდ–რა ხდება მარტვილში?