საპარლამენტო უმცირესობაში EBRD-ის ღონისძიებას აფასებენ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, თუმცა მოქმედ მთავრობას არ აქვს უნარი, ფორუმისგან მიღებული შესაძლებლობები გამოიყენოს.
“თუ მთავრობა სწორად გამოიყენებს იმ შესაძლებლობას, რასაც ასეთი ტიპის ღონისძიება იძლევა, შესაძლებელი რაღაც გააკეთო. მაგრამ ამ მთავრობას ამის პოტენციალი არ აქვს,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მსგავს პოზიციას იზიარებს პეტრე ცისკარიშვილიც.
“კარგია ასეთი ბიზნესფორუმები, თუმცა ამ მთავრობის პირობებში მისი შესაძლებლობების გამოყენება შეუძლებელია,” – განაცხადა ცისკარიშვილმა.
საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს არასტაბილურობაზე ყურადღება გაამახვილა ზურაბ ჯაფარიძემ.
“საქართველოს ეკონომიკური გარემო არის არასტაბიულური, ეჭვი მეპარება, რომ ბევრი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ფულის ჩადებით,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმიცრესობის ლიდერიც ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემები მხოლოდ კონფერენციებით ვერ მოგვარდება.
“იმ პირობებში როცა მთავრობა ჯიუტად არ აღიარებს შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს. მხოლოდ კონფერენციებით პრობლემა ვერ მოგვარდება,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.