“კონსულტაციებში ვმონაწილეობდი როგორც პოლიტსაბჭოს წევრი,” – მანანა კობახიძე კოლეგებს პასუხობს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მათი კოლეგების მიერ დღეს გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც 18-მა დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებისთვის აუცილებელი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მათთან ამ კრიტერიუმებზე მოლაპარაკება უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს, არ გაუმართავს.

ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე, აცხადებს, რომ ნებისმიერი დეპუტატი არის თავისუფალი, ჰქონდეს დამოუკიდებელი პოზიცია და პროტესტი კონკრეტული საკითხის მიმართ. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ის ამ კონსულტაციებს პირადად ესწრებოდა.

“ვმონაწილეობდი როგორც პოლიტსაბჭოს წევრი. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მოქმედი პარლამენტარი, პოლიტიკოსი შეიძლება იყოს დასახელებული კანდიდატად, ეს მათი უფლებაა და ჩვენ ვერ შევზღუდავთ მათი აზრის გამოხატვაში. მეორეა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს თავად პრეზიდენტი,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

გედევან ფოფხაძე უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატია, რომელიც ამ კონსულტაციებს არ ესწრებოდა. თუმცა, კოლეგებისგან განსხვავებით, მას ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა არ გასჩენია.

დეპუტატი, ზურაბ ტყემალაძე, კი ამბობს, რომ ის ესწრებოდა ფრაქციების თავმჯდომარეების შეხვედრას უმრავლესობის ლიდერთან, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე იყო საუბარი, რის შემდეგაც საგანელიძემ კანდიდატისთვის აუცილებელი კრიტერიუმები პრეზიდენტთან შეათანხმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ყოველთვის სხვას აბრალებს მის წარუმატებლობას–ნინო გოგუაძე
შემდეგი სტატია“თავდაცვის სამინისტროში არაპატრიოტული მინისტრი და მოადგილეები ინიშნებიან,” – გიორგი ბარამიძე