კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა გადამდგარია და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია

ლევან ყიფიანი რიგით მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა შარშან ზაფხულში მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების შემდეგ.

კონსტიტუციის მიხედვით ამ წუთიდან მთავრობა გადამდგარია, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა და მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება სჭირდება – ანუ პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.

კონსტიტუციონალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია მმართველ გუნდთან შეუთანხმებლად წარადგინოს მთავრობის შემადგენლობა.

“ამ მკონკრეტულ სიტუაცაში, როდესააც ერთი მესამდით იცველბა მთავობის შემადგენლობა და მთავრობა უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე ნდობის მისაღებად, აქ არ არის გაწერილი პრეზიდმნეტი კონკრეტულად რას აკეთებს,“ – განაცხადა კონსტიტუცინალიტმა კოტე ჩოკორაიამ.

ჩოკორაიას თქმით, კონსტიტუციის ნორმის გათვალისწინებით, პრეზიდენტს ყველასთან კონსულტაციის გარეშე ერთი კვირის ვადაში წარადგენს მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ.

კონსტიტუციონალისტთა ნაწილის თქმით კი საკმაოდ ბუნდოვანია კონსტიტუციაში ის მუხლი, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის წარდგენას.

როგორც ისინი განმარტავენ, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული მთავრობა ფიქრობდეს ვადამდელ არჩევნებზე და ამ შემთხვევაში პარლამენტმა პრეზიდეტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ან ჩააგდოს, ან საერთოდ არა მივიდნენ კენჭისყრაზე და შესაბამისად ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი განმარტება იქნება ის, რომელიც პრეზიდენტს დაავალდებულებს გამართოს კონსულტაციები საპარლამეტო გუნდთან.

„პარლამენტმა შესაძლებელია ნდობა არ გამოუცხადოს, ანუ ჩააგდოს პრემიერმინისტრი და სამთავრობო გუნდი,“ – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს ახალი მთავრობის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს
შემდეგი სტატიაბასტი-ბუბუს მთავრობა– ირაკლი ალასანია