,,კონსტიტუციას აუპატიურებენ… სასამართლო არის ივანიშვილის ჩმორი,, აცხადებს გიგი უგულავა

,,სასამართლო არის “ივანიშვილის ჩმორი” და ემსახურება მისი იდეების “გაპრავებას,, განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დღევანდელ სასამართლო  პროცესზე.

უგულავას განცხადებით, ის სასამართლო პროცესებზე დასწრებას არ აპირებს რადგან მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ მოწყობილი ფარსია. ,,მე სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად არ მოვსულვარ… ეს ყველაფერი ფარსია… კონსტიტუციას აუპატიურებენ… სასამართლო და პროკურატურის ქმედება გავიდა კონსტიტუციური სივრციდან. წინასწარ არის ცნობილი გადაწყვეტილება და ფარსში არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ არის მიღებული.,, განაცხადა უგულავამ და სასამართლო დატოვა.

უგულავას  განცხადებებს დარბაზში მისი მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ და მისი გამოსვლიდან ცოტა ხანში სასამართლო დარბაზი მათაც პროტესტის ნიშნად დატოვეს…

banner
წინა სტატიაშინემცოვის მოხსენებას უკრაინაზე, მისი თანამებრძოლები აპრილში გამოაქვეყნებენ
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს.