კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია:”მიყვები ქუჩებს და ხედავ, არქიტექტურული ლოგიკა საშინელი ქირურგიული ჩარევებითაა დარღვეული”

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიაგამაოგნებელია ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ძველი თბილისის, კერძოდ მირზა შაფის ქუჩის რეკოსტრუქციასთან დაკავშირებით. ამ ქუჩის ნგრევა და მოოხრება ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს დაიწყო და ამ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა”–წერს „facebook“-ის საკუთარ გვერდზე კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია.

ამ მხრივ ხელოვნებათმცოდნე მარინე ხატიაშვილის სამართლიანი და უშედეგო ბრძოლა, (ანუ კედელს მოხვედრილი ცერცვის მარცვლები…) ამის ნათელი დადასტურება იყო. ახლანდელი მერია კი ფიქრობს, საბოლოოდ დაასამაროს ის და აღმართოს სიურეალისტური, ბიბლიური ქორედ-ქორედის მსგავსი, მცირე სივრცეში ყოველგვარი ნორმის ამფეთქებელ ფართზე, ესე იგი მხოლოდ მოგებაზე გათვლილი პროექტი! თანაც თვალებში მტვერს გვაყრის და საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს ყოველივე საზოგადოებასთან შეთანხმებულია და მისი დაკვეთაა.
ოღონდ ერთი გასხვავებაა: უგულავას არის ბოჭოიძე მაინც ყავდა, რომელიც არქიტექტურასთან ასე თუ ისე ახლოს იდგა. ახლანდელებს კი საერთოდ არ ყავთ გარემოცვაში პროფესიონალი არქიტექტორები. არც ჭირდებათ: ფულის ტომრებს თავიანთი არქიტექტორების მიერ დაკვეთილი პროექტები ისედაც მოაქვთ. მერიამ უბრალოდ უნდა დაუმტკიცოს, სულ ესაა.
14 წელიწადი ვიცხოვრე შვეიცარიაში გამოუსვლელად. მაოცებდა ის რუდუნება და ფრთხილი, კომპეტენტური და ესთეტიკის ნორმებით შთაგონებული დამოკიდებულება, რასაც ისინი იჩენდნენ უძველესი შენობების რესტავრაციის და კონსერვაციის საკითხებში. ამიტომაც ბაზელში, ბერნში, ციურიხში, რაინფელდენში, ლუცერნში, ჟენევაში შეხვდებით სახლებს 300, 400 ან 700 წლის ხნოვანებით! და ეს არის კულტურა.
თბილისი მკვლელობების ქალაქიაო არქიტექტურულად, მახსოვს დაახლოებით ასე წერდა აკა მორჩილაძე. მართლაც მიყვები ქუჩებს და ხედავ, არქიტექტურული ლოგიკა საშინელი ქირურგიული ჩარევებითაა დარღვეული. შვეიცარიული რეალობა კიდევ ერთი რამით განსხვავდება: იქ დიდ ფინანსებს ქაჯები არ ფლობენ ხოლმე, არამედ ადამიანები, რომლებიც საკუთარ მტაცებლურ ინსტინქტებზეც ოდნავ მაინც მაღლა დგანან და კულტურაც ასე უ ისე ესმით. ჩვენთან ყველაფერი საპირისპიროა. ყველაზე კულტურულ ადამიანებს არც სახსრები აქვთ და არც რამეს ეკითხებიან. ისმის კითხვა: როდემდე? გასაკვირიე როდესაც ტვიტმეხლელები გოსაკვირი თვიღმხილველი კომატრი–წერს კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია

 

banner
წინა სტატიაშიოცნებაში პორტირებული ნაცები კახა მიქაიას ნაჯახით დასდევენ
შემდეგი სტატიაჩინეთის ეკონომიკური შეფერხება რუსეთის ეკონომიკაზე იმოქმედებს