კონეკტიკუტში ყველა სიკვდილმისჯილს სასჯელი გააუქმეს

კონეკტიკუტის უმაღლესმა სასამართლომ 11 სიკვდილით დასჯის განაჩენი, მიიჩნია რა არაკონსტიტუციურად, გააუქმა.
სამი წლის წინ შტატმა უარი თქვა უმაღლესი ზომის დასჯაზე, მაგრამ მხოლოდ მომავალი ბრალდებულებისთვის.

შტატში 11 სიკვდილმისჯილი დარჩა, რომელთაც კანონის შეცვლამდე ჰქონდათ განაჩენი გამოტანილი. ერთ-ერთი მათგანი ედუარდო სანტიაგოა, რომელსაც 2005 წელს სასიკვდილო ინექციის გამოყენებისთვის სიკვდილით დასჯა გამოუტანა სასამართლომ.

მან უზენაეს სასამართლოს მიმართა.
სასამართლო დათანხმდა იმაზე, რომ “სიკვდილით დასჯა უკვე არ შეესაბამება წესრიგის თანამედროევ ნორმებს” და უკვე არ ემსახურება დასჯის კანონიერ მიზნებს. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსგავსი სახის განაჩენი სრულიად ამორალურია.
უმაღლესი მოსამართლის რიჩარდ პალმერის აზრით, სიკვდილი “მკაცრი და უჩვეულო დასჯაა”, რაც შტატის კონსტიტუციის პრინციპებს არღვევს.

სიკვდილით დასჯა აშშ-ს 31 შტატშია ნებადართული.
1976 წლიდან კონეკტიკუტეს შტატში ერთადერთხელ მოხდა სიკვდილით დასჯა.

banner
წინა სტატიაშიდალი ჯონჯუა:”1992 წლის 14 აგვისტოს სულ სხვა მოლოდინი გვქონდა”
შემდეგი სტატიაკიევი: სეპარატისტებს 8 ათასი ძალოვანი შეუერთდა