“კონგრესში მონაწილეობა აფხაზეთისთვის კარს ხსნის”

"კონგრესში მონაწილეობა აფხაზეთისთვის ბევრ კარს ხსნის"როგორც აფხაზეთის ადგილობრივი მედია იუწყება, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ტურინში გამართულ ვაჭრობის მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კონგრესში მონაწილეობს.
როგორც აღნიშნავენ, შეხვედრის პირველ დღეს ე.წ. აფხაზური დელეგაცია ბევრ უცხოელ პარტნიორს შეხვდა.

“კონგრესში მონაწილეობა აფხაზეთისთვის კარს ხსნის, ქმნის თანამშრომლობის შესაძლებლობას, გვეხმარება შესაძლებლობების გაზრდაში, ინვესტიციების მოზიდვასა და აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაში” – ნათქვამის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ რელიზში.
რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლემამ კონგრესზე დასწრებაზე მოწვევა მსოფლიო სავაჭრო ფონდისგან მიიღო. კონგრესი წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბიზნეს-თანამეგობრობა, სხვადასხვა დაწესებულებების და გაერთიანებების ხელმძღვანელები, სამთავრობო უწყებები, იმპორტიორები და ფინანსური ინსტიტუტები.

banner
წინა სტატიაშიხარკოველმა აქტივისტებმა რუსეთის საკონსულო შეღებეს
შემდეგი სტატიამთის მინისტრიღა აკლია საერთო მხიარულებას, ბარი ხომ ააყვავეს