კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი უკვე 2.45 ლარი ღირს

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,435 დან 2.45 ლარამდე მერყეობს

ეროვნული ბანკის ოფიცლაური კურსით, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, 1 აშშ დოლარი 2,3640 ლარი იყო. თუმცა, გაცილებით მაღალი მაჩვენებელია კომერციულ ბანკებში. TBC ბანკი 1 აშს დოლარს 2.44 ლარად ყიდის. ასეთივე კურსია საქართველოს ბანკში, ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2 ლარი და 45 თეთრია საჭირო ფინკა ბანკში.

ლარის კურსი შეიცვალა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი ევროს შეძენა 2.7162 ლარად არის შესაძლებელი. კომერციულ ბანკებში კი 1 ევრო 2.83 ლარზე მეტია.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: იგი უკვე ” ის თამრო არ არის”
შემდეგი სტატიაქობულეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო