„კოდორის ხეობა დაცულ ტერიტორიად გამოცხადდება და ის აფხაზეთის მარგალიტი გახდება“

კურორტოლოგიური

კურორტოლოგიურითვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, იმის მიუხედავად, რომ გულრიფშის რაიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა სუსტად არის განვითარებული, ბევრი საინტერესო ადგილები და ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ტურისტისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ, მიმდინარე წელს ტურისტების დიდ ოდენობას ელოდებიან, თუმცა აღსადგენია კურორტოლოგიური და ბალნეოლოგიური მიმართულებები.

ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის პარალმენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კოდორის ხეობის სტატუსს ეხება, შესაძლებელია ხეობა დაცულ ზონად გამოცხადდეს, რადგანაც კოდორის ხეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და „ის პერსპექტივაში აფზახეთის მარგალიტი უნდა გახდეს“ – თქვა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: გალის რაიონში ორი ქართველი დააკავეს და სასტიკად სცემეს
შემდეგი სტატიაჰუსიტებმა 2 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს იემენის ციხეებიდან