კობი-გუდაურის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია

კობი-გუდაურის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზი ზვავსასიშროებაა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერებაც.

საგზაო მიმოსვლას საპატრულო პოლიცია უწევს მეთვალყურეობას. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.ზვავსაშიშროების მოხსნასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობისთანავე, დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად დაიწყებს.

ამ წუთებში თოვს თბილისის ზოგიერთ უბანშიც.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ნორლანდი: ძლიერი სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველო გავიდეს სტაბილურობაზე
შემდეგი სტატიაჩამოვა თუ არა საქართველოში ჯონ ქერი?- საგარეო უწყება საკითხზე მუშაობს