კობა არაბულის მიერ გამოთქმული ბრალდებებს ნოდარ ჯავახიშვილის დავალებით შესაბამისი სამსახური შეისწავლის

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს სპეციალური წერილით დაავალა გაზეთ “კვირის პალიტრაში” გუბერნატორის მოადგილის, კობა არაბულის მიერ გამოთქმული ბრალდებების დეტალურად შესწავლა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
“საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის” მიერ კონკრეტული ფაქტების გადამოწმებისა და შესწავლის შემდეგ, სამინისტრო საზოგადოებას აცნობებს შემოწმების შედეგებს.
რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ კონტროლირებად ტენდერებს, სამინისტრო განმარტავს, რომ ვინაიდან, ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ მხრივ სრული ავტონომია გააჩნიათ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მასში ჩარევის უფლება არ აქვს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიმივანიჭოთ სიხარული ბავშვებს!
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს ულოცავს