კოალიციურმა ავიაციამ ჯიჰადისტების ნავთობ-ბაზები ააფეთქა

დღეს 8 მარტს დაღამებისას, თურქეთის საზღვართან ახლოს, კოალიციის საჰაერო ძალებმა სირიის ქალაქ რაკას სიახლოვეს მდებარე ,,ისლამური სახელმწიფოს,, კონტროლირებად ტერიტორიაზე  ნავთობის მომპოვებელ-გადამამუშავებელი 2 ბაზა ააფეთქეს…

აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ სირიის საზღვართან ახლოს მდებარე თურქული ქალაქების შანლიურფასა და აქჩაკალეს მოსახლეობა, სიტუაციაში გარკვევამდე პანიკამ მოიცვა…

როგორც თურქული მედია იტყობინება, აფეთქების ადგილებიდან ცეცხლის ალი იმდენად დიდია, რომ თურქეთის ტერიტორიიიდან თავისუფლად ჩანს…

აფეთქების ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია..

banner
წინა სტატიაშინატო, რუმინეთი და ბულგარეთი 9 მარტს შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლებებს გამართავენ
შემდეგი სტატიაკადიროვმა ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს რუსეთის პატრიოტები უწოდა