კლინტონი: პუტინი მოწინააღმდეგეა, ბინ ლადენი კი მე დავამარცხე

აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირველი საპროგრამო სიტყვით გამოვიდა, სადაც სხვათა შორის აღნიშნა, რომ მას პუტინთან «ბრძოლის გამოცდილება» აქვს.

ნიუ-იორკში კუნძულ რუზველტზე 67 წლის კლინტონმა საკუთარ გამოცდილებაზე ილაპარაკა: «მე უკან ვახევინებდი პუტინის მსგავს პოლიტიკოსებს და ისრაელის მოკავშირეებს ვაძლიერებდი, ასევე მე სიტუაციების შუაგულში ვიმყოფებოდი, როცა ჩვენ ბინ ლადენი ავიყვანეთ» – თქვა მან. კლინტონის სიტყვის მეტი ნაწილი შიდაპოლიტიკურ პრობლემებს შეეხებოდა, პირველ რიგში კი შემოსავლების არათანაბარობას. «წარმატება მხოლოდ ტოპ-მენეჯერების და ფონდების მფლობელებისთვის არ შეიძლება იყოს. დემოკრატია მხოლოდ მილიონერების და კორპორაციებისთვის არ არსებობს» – განაცხადა კლინტონმა ათასობით მომხრეს მიმართვისას.

კლინტონმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღების შესახებ, მაგრამ მას შემდეგ კლინტონის რეიტინგი ცოტათი დავარდა. დღემდე მას მასობრივი მიტინგი არ ჩაუტარებია და იფარგლებოდა კამერული ღონისძიებებით, სადაც მონაწილეები ძირითადად მდიდარი დონორები იყვნენ. თუმცა, უახლოეს მომავალში კლინტონი საკუთარი პროგრამით გამოვა და ეს ინტენსიურ ხასიათს მიიღებს – ცნობას კლინტონის შტაბის წარმომადგენელი ჯენიფერ პალმერი ავრცელებს. კლინტონის საპროგრამო დეტალები მის მომავალ გამოსვლებზე გახდება ცნობილი. ჯერჯერობით კი მან ძირითად მონახაზზე ილაპარაკა. ერთ-ერთი საკითხი, რასაც კლინტონი შეეხო თავის გამოსვლაში, გლობალური საშიშროების თემა იყო. მან თქვა, რომ ამერიკას უნიკალური მდებარეობა აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს უპასუხოს ყველა საშიშროებას და დაპირება დადო, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იქნებოდა. «მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ძლიერები, არამედ, ჭკვიანებიც. დღევანდელი გლობალური საშიშროებები ამერიკის ძლიერი მხარეების მობილიზებას ითხოვს, დილპომატიის, ეკონომიკური თანამშრომლობის და პარტნიორებთან ურთიერთობების მოგვარენის ჩათვლით მთელს მსოფლიოში – ადამიანებთან და არა მხოლოდ ქვეყნებთან» – თქვა კლინტონმა.

ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, რომელიც მან 2008 წელს დატოვა იმიტომ, რომ პრეზიდენტობისთვის ებრძოლა. ოპონენტი რესპუბლიკელები კლინტონს, ისევე, როგორც სხვა წამყვან პოლიტიკოსებს ბრალს სდებენ იმაში, რომ 2012 წლის ბენგაზში აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად არ შეაფასეს. თავდასხმის დროს ლიბიაში აშშ-ს კონსული კრისტოფერ სტივენსი მოკლეს თავდამსხმელებმა.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა დაკარგული გურამ პეტრიაშვილის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ხვალ ავტომობილებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ