კიშინოველემბა პარლამენტის შენობის აღება სცადეს

კიშინოველემბა პარლამენტის შენობის აღება სცადეს

კიშინოველემბა პარლამენტის შენობის აღება სცადესდღეს კიშინოვში საპროტესტო მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა დღის მეორე ნახევარში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციაზე, რომელსაც დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ესწრებოდა, ათეულობით აქტივისტი დააკავეს.

საპროტესტო აქცია ევროპული ინტეგრაციის მომხრეების მიერ იყო ორგანიზებული.
მოლდოვას პარლამანტის წინ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თეთრი ქრიზანთემებით ხელში – ამ ჟესტით მათ საკუთარ მშვიდობიან პროტესტს გაუსვეს ხაზი.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ “ქურდები ციხეში”, “ძირს ხუნტა”, “ძირს ალიანსი”, “ხელისუფლება ხალხს”.
მიტინგის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ “სახელმწიფო აღებულია და ხელისუფლება უზურპირებული”. მისმა ავტორებმა კონსტიტუციურ სასამართლოს მიმართეს, რომ “სახელმწიფო გაანთავისუფლონ და ის ხალხს დაუბრუნონ”

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ
შემდეგი სტატიაპენტაგონის შეფმა მოსკოვი სირიის კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა