კინოთეატრ “კავეაში” ჭერი ჩამოინგრა

4011_b 4013_b

სავაჭრო ცენტრ ისთ პოინტში მდებარე კინოთეატრ კავეას მოსაცდელში რამდენიმე წუთის წინ ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ქალბატონი დაზარალდა. მას ამ წუთებში მომსახურე პერსონალი უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას.

მომსახურე პერსონალის განცხადებით, შემთხვევის მიზეზი აფეთქება იყო, რომელიც სავარაუდოდ ჭერში არსებულ სავენტილაციო მილებში მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიამ მოდულის შენობა დატოვა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: თავისთავად ცხადია, სახელმწიფო გადატრიალებას არავინ გულისხმობს