ცოტა ხნის წინ სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში” მდებარე კინოთეატრ “კავეას” ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო ბრიგადები.
“თაიმერთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა განაცხადა, რომ ჩამონგრეულია კინოთეატრის შესასვლელის ჭერი, დაახლოებით 40 კვადრატული მეტრი. მისივე განმარტებით, ჩამონგრევის მიზეზებს შესაბამისი უწყებები იკვლევენ.
ჩამონგრევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელიც იმ დროისათვის კინოტეატრის შესასვლელში იმყოფებოდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები მას არ აღენიშნება.
მედიის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა უსაფრთხოების მიზნით არ მიეცათ.