კიმ ჩენ ინმა ახალი აეროპორტის არქიტექტორი დახვრიტა

კიმ ჩენ ინმა ახალი აეროპორტის არქიტექტორი დახვრიტა

კიმ ჩენ ინმა ახალი აეროპორტის არქიტექტორი დახვრიტაჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, ფხენიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დიზაინში ნაკლოვანებები დაინახა და ოფიციალურ გახსნამდე მისი გამოსწორება მოითხოვა… მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის არქიტექტორი მა ვონ ჩუნი დახვრიტეს.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, დეფექტები მეორე ტერმინალის მშენებლობის ბოლო ფაზაში გამოჩნდა… იმიტომ, რომ  ,,დიზაინერებმა ვერ გაითვალისწინეს პარტიის იდეები არქიტექტურის სილამაზესთან მიმართებაში. პარტია  არქიტექტურის აუცილებელი  სული და ბირთვია, რათა შენარჩუნებული იქნას ხასიათი და ნაციონალური იდენტურობა. აუცილებელია აგრეთვე მსენებლობის დასრულებისთვის შენობაზე გამოსახული იყოს ქვეყნის გერბი, რადგან ეს ქვეყნის სახეა აეროპორტში შემოსვლის დროს,, განაცხადა კიმ ჩემ ინმა.

ოფიციალური ვერსიით, ფხენიანის ახალი აეროპორტის არქიტექტორი, კორუფციისა და ბრძანების შეუსრულებლობის გამო დახვრიტეს… აცხადებს ბრიტანული წყარო metro.co.uk

 

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭო: საბერძნეთში დაგეგმილი რეფერენდუმი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიალუკაშენკო: ომი ბელორუსიაში არ იქნება