კიევში ქართულ-უკრაინულმა ორგანიზაციებმა რევოლუციურ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

უკრაინული მედიის ცნობით,  შავი ზღვა-ბალტიის ეროვნებათა ალიანსი უკრაინაში შექმნის ორგანიზაციას, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს დაეხმარება და ამ ორგანიზაციას, უკრაინაში დაღუპული პოლკ ,,აზოვის,, ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის სახელი ეწოდება… ამის შესახებ, გაეროს თვითმმართველობის კომისიის წევრმა, ორგანიზაცია ,,აპრიორის,, თავმჯდომარემ ბესიკ შენგელიამ განაცხადა.

,,დღეს უკრაინაში ასზე მეტი ქართველი იბრძვის და თანამემამულეებს საერთო მტერთან ბრძოლაში მათი დახმარება სურთ,, განაცხადა შავი ზღვა-ბალტიის ეროვნებათა ალიანსის თანადამფუძნებელმა თამარა შავლაძემ, რომლის ორგანიზაციაც მონაწილეობდა ქართველ მოხალისეთა მხარდაჭერის ცენტრის შექმნაში.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელმოწერილი იქნა მონაწილე ორგანიზაციათა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს: პარტია ,,ნაციონალური მოძრაობისა,, და საზოგადოებრივი მოძრაობა ,,აპრიორის,, სახელით ბესიკ შენგელიამ, ,,ყაზახური ოპოზიციის,, სახელით აიდოს სადიკოვმა, ,,შავი ზღვა-ბალტიის ეროვნებათა ალიანსის,, სახელით თამარა შავლაძემ, ,,ანტიდიქტატორული ფრონტის,, სახელით ალექს ბეკერმა.
მემორანდუმის მიხედვით, უკრაინულ-ქართული ორგანიზაციები განახორციელებენ
-უკრაინის სამხედრო ძალებში მებრძოლი ქართველი მებრძოლების მხარდაჭერას
-საქართველოდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შესვლის მსურველთა დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის შექმნას
-უკრაინაში ქართველ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდის შექმნას
-,,ანტიდიქტატორულ ფრონტთან,, ,,შავი ზღვა-ბალტიის ეროვნებათა ალიანსთან,, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში პოლიტპატიმართა განთავისუფლების საკითხებში ურთიერთ თანამშრომლობას
-უკრაინაში მყოფი ქართველი პოლიტემიგრანტების მხარდაჭერას, ბრძოლას საქართველოში არსებულ დიქტატურასთან, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიების განთავისუფლებას
-ყირიმის უკრაინული ტერიტორიის რუსეთის ოკუპაციისაგან განთავისუფლების მხარდაჭერას
– ,,აფხაზეთი საქართველოა,, ,,ოსეთი საქართველოა,, ,,ყირიმი უკრაინაა,, აქციების ჩატარებას
-ქართული რეფორმატორების ცენტრის შექმნას, რომელიც აქტიურად მიიღებას მონაწილეობას უკრაინის რეფორმებში.

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,,
www.timer.ge

banner
წინა სტატიაშინაციონალებს 8 წელიწადში დაემართათ ის, რაც ოცნებამ 2 წელში ,,მოახერხა,,
შემდეგი სტატიაგიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძარში წირვა მიმდინარეობს