კიევში ჟუკოვის მემორიალური დაფა გატეხეს

ჟუკოვიახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა კიევში მემორიალური დაფა გატეხა, რომელიც საბჭოთა კავშირის მარშალს გიორგი ჟუკოვს ეძღვნებოდა.
„ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფის შესახებ ინფორმაცია, ასევე მათი გარეგნული აღწერილობები პოლიციას გადაეცა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისინი დესნიანსკის რაიონულ განყოფილებაში გარემოებების გასარკვევად იყვნენ მიყვანილები“ – ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე.
სამართალდამცავების თქმით, დაფის განადგურებაში 14-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ისინი ნიღბებით იყვნენ. ყველა დაკავებული 14-დან 18 წლამდეა, სკოლის მოსწავლეები ან სტუდენტები.

banner
წინა სტატიაშიჯორჯ ჰარისონის გიტარა 500 ათას დილარად გაიყიდა
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ევროპაში როგორც მიგრანტები ხვდებიან