კიევში იანუკოვიჩის ყოფილმა მოადგილემ თავი მოიკლა

გუშინ, 27 თებერვალს კიევში,  უკრაინის გაძევებული პრეზიდენტის იანუკოვიჩის თანაგუნდელმა, მისმა  მოადგილემ ,,რეგიონების პარტიაში,,  და რადას ყოფილმა დეპუტატმა მიხაილ ჩეჩეტოვმა თავი მოიკლა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პოლიციაში დაადასტურეს ჩეჩეტოვის თვითმკვლელობის ფაქტი და განაცხადეს, რომ მოკლე ხანში ოფიციალური ინფორმაციას გაავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩეტოვის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული და მის დაპატიმრებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ის გირაოთი და გაუსვლელობის ხელწერილით, საქმის დასრულებამდე გაანთავისუფლა. ჩეჩეტოვს, უკრაინის პროკურატურა, იანუკოვიჩის მმართველობის დროს ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში და ფალსიფიკაციაში სდებდა ბრალს.

banner
წინა სტატიაშიპუტინის განცხადებით ნემცოვის მკვლელობა შეკვეთილ და პროვოკაციულ ნიშნებს ატარებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა