კიევმა დაასახელა რაიონები, სადაც არჩევნები არ ჩატარდება

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ დონეცკის 91 დასახლებულ პუნქტში, ასევე ლუგანსკის 31 დასახლევულ პუნქტში არჩევნების ჩატარება შეუძლებლად მიიჩნია. დადგენილების თანახმად, ამ პუნქტებში არჩევნები არ ჩატარდება.
თავდაპირველად ამ სიაში იყვნენ მარიუპოლი და ლისიჩანსკი, თუმცა, საბოლოოდ ისინი სიიდან ამოვარდნენ. დონესცკის და ლუგანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თქმით, ეს დასახლებული პუნქტები დაპირისპირების ხაზთან ახლოს არიან, შესაბამისად, წინასაარევნო აგიტაციის თავისუფლოების გარანტია არ არსებობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს. ადგილობრივი არჩევნები 2015 წლის 25 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას ორშაბათიდან იწყებს