უკრაინელი სამხედროები და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. კიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 ივლისს ღამე სეპარატისტებმა სოფელ ვოდიანოეს გაუხსნეს ცეცხლი, რომლის შედეგადაც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმემ ჭრილობა მიიღო. საერთო ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის პოზიციებს ცეცხლი 50-ჯერ გაუხსნეს – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ დაცხრილულია დონეცკის ცენტრი. “მინიმუმ სამჯერ მოხდა დონეცკში ბოგდან ხმელიცკის ქუჩაზე აფეთქება” – ნათქვამია ადგილობრივი სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.