კიევის მაიდანზე გიორგი ჯანელიძისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიალი დასრულდა

რამდენიმე წუთის წინ კიევის ცენტრალურ მოედანზე უკრაინულ ბატალიონ “აზოვის” ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის უკანასკნელ გზაზე გაცილების სამგლოვიარო ცერემონიალი დასრულდა.

მაიდანზე გამართულ ღონისძიებას ასობით ადამიანი, მათ შორის ჯანელიძის თანამებრძოლები, პოლიტიკური და სამოქალაქო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და საქართველოდან ჩასული სტუმრები.

გიორგი ჯანელიძეს, რომელიც შიროკინოსთან 18 აპრილს დაიღუპა საქართველოში გვიან საღამოს გადმოასვენებენ.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში არავის დაავიწყდეს და აქაც უკვდავყოფილი იყოს ქართველი გმირები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არამხოლოდ ის არ დაგვავიწყდეს, არამედ მისი შვილებიც გაიზარდონ სამშობლოსთვის,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი თავისი მოადგილეების ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებს
შემდეგი სტატია“აღლუმი არ უნდა იყოს, არ არის საჭირო, “- ლევან ყიფიანი