„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე“

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის წევრებს მოუწოდა, ხელი მოეწეროს სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებას.

მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ერთის მხრივ, მთავრობამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამ პროცესების მიმართ და მეორე მხრივ კი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მინდა მივმართო მთავრობას და მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწეროთ ხელი სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებას, რომელიც ერთის მხრივ დააფიქსირებს მთავრობის პოზიციას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ იმ მაკროეკონიმიკურ პოზიიცებს განსაზღვრავს, რომლის ირგვლივაც სამოქმედო გეგმა გაშენდება, რაც არის აუცილებელი წინაპირობა ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების შენარჩუნების. ახლა საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადმა. ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთზე გადაბრალების და კუდიანებზე ნადირობის დრო. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე. ეს არის საზიანო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის, ინვესტორების განწყობებისთვის, საერთაშორისო პარტნიორების გეგმებთან დაკავშირებით, გააღრმაონ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობები და საბოლოო ჯამში, ეს არის საზიანო თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პოსტის დატოვებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ბათუმში