კვლევა: 2014 წლის ომები მსოფლიოში 14 ტრილიონი დოლარი დაჯდა

ავსტრალიის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა 2014 წელს მსოფლიოში არსებული ომების ბიუჯეტი 14 ტრილიონად შეაფასა. ტერორის და შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლი 200 ათასი ადამიანი გახდა.

შეიარაღებული კონფლიქტები 2014 წელს 14 ტრილიონი დოლარი დაჯდა. ამ დასკვნამდე კვლევის შედეგად ავსტრალიელი მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც სპეციალურ მოხსენება გამოაქვეყნეს. 2008 წელთან შედარებით ხარჯები 15, 3 %-ით არის გაზრდილი.

მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლი 180 ათასი ადამიანია, 20 ათასი კი ტერაქტების შედეგად დაიღუპა. ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე 2010 წელს. მხოლდო სირიაში დაღუულია 71 ათასი ადამიანი. ეს ქვეყანა იმ 162 ქვეყნის სიაში შედის, რომელიც კვლევებისთვის 23 კრიტერიუმით შეირჩა. მაგალითად, თავდაცვის ხარჯები, ძალისმიერი დანაშაულებების მაჩვენებელი, ლტოლვილების რაოდენობა და სოციალური უსაფრთხოება.

სირიას ბევრად არ უსწრებენ ერაყი და ავღანეთი.
ზოგადად, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადგილებად არიან მონათლული, სადაც «კონფლიქტები უკონტროლოა და მეზობელი ქვეყნებისგან მუდვივად ტერორიზმის საშიშროებაა». შეიარაღებული კონფლიქტების გამო 50 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა იძულებული საკუთარი ადგილი მიეტოვებინა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

პლანეტაზე ყველაზე მშვიდობიან რეგიონად ევროპა ითვლება – კვლევის ექსპერტების მონაცემებით. უმაღლესი შეფასება მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დანია, ავსტრია და შვეიცარია.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიელი გამომძიებლები ბლატერს დაკითხავენ
შემდეგი სტატიაპრემიერი ბოდიშს იხდის