კვიტაშვილი უკრაინის მინისტრობიდან მიდის

უკრაინულ მედიაში, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილზე გავრცელებული ბოლო ინფორმაციებიდან ჩანს, რომ ქართველი მინისტრი, მის მოღვაწეობის სფეროსთან მიმართებაში შექმნილი სიტუაციის გამო, უკრაინულ კარიერას სულ მალე დაასრულებს…

უკრაინულ რადაში პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკის ფრაქცია, კვიტაშვილის შეცვლის საკითხს ზეგ ხუთშაბათს დააყენებს… ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის იგორ კონონენკოს განცხადებით, მათ განსაკუთრებული პრეტენზია კვიტაშვილთან მიმართებაში არა აქვთ… ,,თუმცა დღეისათვის შექმნილ  სიტუაციაში, კვიტაშვილს სამინისტროს მართვა აღარ შეუძლია,, აცხადებს კონონენკო.

უკრაინულ მედიაში გაკეთებული ბოლო განცხადებით,  ალექსანდრე კვიტაშვილი, იმის გამო რომ მისი უწყების მიერ წარდგენილ ჯანდაცვის რეფორმის პროექტს და საკანონმდებლო ინიციატევებს უკრაინელი კანონმდებლები უგულვებელყოფენ, უკრაინულ რადას ღიად დაუპირისპირდა… კვიტაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატებს არ სურთ უკრაინის ჯანდაცვის რეფორმირება, რადგან მათ ფინანსური ინტერესები აქვთ ამ სფეროში…

,,მე უკრაინაში ჩამოვედი იმისთვის, რომ მოვახდინო ჯანდაცვის რეფორმა, თუმცა ამ ქვეყანაში ბევრნი, არ არიან დაინტერესებული რეფორმით… რადას დეპუტატებს კი, არ სურთ ჯანდაცვის რეფორმა, რადგან ფინანსური ინტერესები აქვთ ამ სფეროში… ჩემთვის კი, ჩემს კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესმა რადამ ჯანდაცვის რეფორმის კანონი მიიღოს,, განაცხადა კვიტაშვილმა.

 

უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პროკურატურა პუტინის ხელისუფლებას მაფიასთან კავშირში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიარუსეთი და აშშ ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ კონსულტაციებს იწყებენ