კვიტაშვილი: უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმას 3 დეპუტატი ბლოკავს

უკრაინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმას 3 ადამიანი ბლოკავს…

,,ეს ხდება პირველად, როდესაც კომიტეტის დონეზე ასეთ მასშტაბური პროექტის საბოტირებას ხდება… თუ ჯანდაცვის კომიტეტის გეგმით წავალთ, 10 დღეში საჭირო კანონებს ვერ მივიღებთ და ყველაფერი შემოდგომამდე გადაიდება,, განაცხადა კვიტაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმას რადას 3 დეპუტატი ბლოკავს: ოლგა ბოგომოლეცი, ოლეგ მუსია და აქსანა კურჩინსკაია.

კვიტაშვილი აპირებს მიმართოს უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამ თემასთან დაკავშირებით, რამეთუ დადანაშაულებული რადას 3 დეპუტატიდან, 2 პოროშენკოს ბლოკის წევრია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქართველმა ჯანდაცვის მინისტრმა კვიტაშვილმა, რამდენიმე კვირის უკან განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ, თუმცა მისი განთავისუფლების საკითხი ჯერ არ განუხილავს უკრაინის მთავრობას და პარლამენტს…

banner
წინა სტატიაში“პოლიციელს რას ვთხოვთ? თავი შეაკლას და მერე მაგის სახელი და გვარიც აღარ გვახსოვდეს?”
შემდეგი სტატიავიქტორია ნულანდი: აშშ უკრაინას ირანზე არ ცვლის