კვიტაშვილი უკრაინაში რეფორმებს აანონსებს

“უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმა შესაძლებელია დაიწყოს 1 ივნისს, თუ მანამდე უკრაინული პარლამენტი მიიღებს ცვლილებას რამდენიმე კანონში”- განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
კვიტაშვილის განცხადებით, მისმა სამინისტრომ უკრაინის რადას 7 კანონში ცვლილება შესთავაზა, რომელთაგან რამდენიმე საავადმყოფოების სტატუსს, დაფინანსების წყაროებს და განკარგვას ეხება.
,,საავადმყოფოები, რომლებიც ახლა 100% სახელმწიფოს კუთვნილებაა, რეფორმის შედეგად შეძლებენ მიიღონ დამატებითი შემოსავლები, თუნდაც შენობის არენდით გაცემაში ან პაციენტთათვის დამატებით მომსახურებაში… დაფინანსებით კი ისინი მიიღებენ ისეთივე დაფინანსებას, რასაც მანამდე იღებდნენ… უბრალოდ მათ შეეძლებათ თვითონ განკარგონ საკუთარი შეხედულებებისამებრ ეს თანხები,, განაცხადა კვიტაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ალ-ქაიდამ” იემენში აეროპორტი აიღო