კვერცხებზე მიიღებთ კვერცხებს, წიწილებზე მიიღებთ წიწილებს თქვენ ხართ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელი პირი–აკაკი ბობოხიძე

პარლამენტიდეპუტატმა აკაკი ბობიხიძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრს რამდენიმე რჩევა მისცა და განაცხადა, რომ საქმიანი ურთიერთობის ნაცვლად, ყველაფერი საშინელ ურთიერთობად გადაიქცა.„ამის ინიციატორი სამწუხაროდ, იყავით თქვენ. ჩვენ რაც შეგვეშალა, იმის შედეგს ვიმკით, ამიტომ გთხოვთ, თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე გაისიგრძეგანეთ და ილაპარაკეთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოთ“, – მიმართა აკაკი ბობიხიძემ პრემიერს.მისივე თქმით, მთავრობის მეთაურმა ყველაფერი უნდა სცადოს იმისთვის, რომ ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანოს.

„მიხეილ სააკაშვილის ერთი პრობლემა ის იყო, რომ თურმე დღე და ღამე დაფრინავსო. იფრინეთ, ბატონო ირაკლი, იფრინეთ. საერთოდ ნუ გაჩერდებით საქართველოში. აგერ მინისტრები გყავთ. იარეთ, ოღონდ რამე სიკეთე მოიტანეთ ამ ქვეყანაში. თქვენ არც გაფრენიდან მოგიტანიათ სიკეთე და არც ადგილზე ყოფნით“, – განაცხადა ბობოხიძემ.მისივე მტკიცებით, პრემიერ-მინისტრს იმხელა პოლიტიკური გამოცდილება მაინც უნდა შეეძინა, რომ იცოდეს – ქმედებებზე პასუხსა და შედეგს ანალოგიურად მიიღებს.

„კვერცხებზე მიიღებთ კვერცხებს, წიწილებზე მიიღებთ წიწილებს. თქვენ ხართ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელი პირი, თქვენ ამკვიდრებთ უკვე ურთიერთობის წესებს. ჩვენ როცა ვამკვიდრებდით ბევრი ცუდი რამ გავაკეთეთ. თქვენ რა ტონშიც იწყებთ ლაპარაკს, მერე იგივე ტონში იღებთ პასუხს და საქმიანი საუბრის ნაცვლად, ყველაფერი რაღაც საშინელებად გადაიქცა“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ უმცირესობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიძალიან კარგად იცით, რომ ბატონ ივანიშვილს არავითარი ინტერესი არ აქვს არც ოქროს საბადოში და არც რომელიმე სხვა საწარმოში
შემდეგი სტატიაშოკუნიები თქვენა ხართ, იმიტომ, რომ თქვენ გინდათ, შოკი იყოთ და არ გამოგივიდათ ეგ ამბავი და ვერც გამოგივათ–ნოდარ ხადური